დავით უსუფაშვილმა ხაშურელ ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ირინე გელაშვილი წარუდგინა

 2016 წლის 25 სექტემბერს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ და რესპუბლიკური პარტიის პირველმა ნომერმა დავით უსუფაშვილმა ხაშურელ ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ირინე გელაშვილი წარუდგინა. ირინე გელაშვილი 2007 წლიდან რესპუბლიკურ პარტიაშია და ის ამჟამად ხაშურის საკრებულოს წევრია.

დავით უსუფაშვილმა ამომრჩევლებთან საუბრისას აქცენტი გააკეთა პარტიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა თვითმმართველობის რეფორმა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა და პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ხაშურის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს და მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინეს.

14441117_1261008873950201_7279156013606649750_n14390664_1261009497283472_5259755486213255263_n14495455_1261008920616863_864570519592073480_n

კომენტარები