გამოკითხულთა უმრავლესობა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას წარუმატებლად მიიჩნევს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის ივნისში ჩატარდა. ამ არჩევნებზე ხაშურში, ისევე როგორც საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ” მიაღწია გამარჯვებას.  მოქალაქეებმა პირდაპირი წესით პირველად აირჩიეს  გამგებელი. ხაშურის მუნიციპალიტეტში ეს პოსტი გიორგი გურასპაშვილმა დაიკავა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოც ,,ქართული ოცნების” უმრავლესობით დაკომპლექტდა მის თავმჯდომარედ კი ვაჟა შუბითიძე აირჩიეს.

,,ხაშური ნიუსი” 2014 წლის ზაფხულიდან ატარებს გამოკითხვას, რომელიც ვებ-გვერდზე მიმდინარეობს და კითხვა შემდეგი სახითაა ფორმულირებული – ,,როგორ შეაფასებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მუშაობას?”

მკითხველს შესაძლებლობა ეძლეოდა ამ დროის განმავლობაში დაეფიქსირებინა საკუთარი პასუხი. გამოკითხვა ,,polldaddy.com”-ის მეშვეობით მიმდინარეობდა. 26 სექტემბრის მონაცემებით გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 410-მა მკითხველმა. შედეგები ასე გადანაწილდა:

ყ copy

წარუმატებელია 240 58.54%

წარმატებულია

82 20%

საშუალო

47 11.46%

არ მაქვს პასუხი

27 6.59%

Other:

14 3.41%
კომენტარები