ახალგაზრდა ფოტოგრაფის საქმიანობა და სიახლე ხაშურელ ფოტომოყვარულებს

,,ხაშური ნიუსი” ამჯერად ახალგაზრდა ხაშურელ ფოტოგრაფსა და ოპერატორს  ნიკა კახეთელიძეს გაგაცნობთ. ნიკა კახეთელიძე დაიბადა 1992 წლის 30 აგვისტოს ქალაქ ხაშურში, 2010 წელს დაამთავრა მე-3 საჯარო სკოლა, ხოლო სწავლა გააგრძელა სასულიერო სემინარიაში ხატწერა რესტავრაციისს ფაკულტეტზე, ორ წლიანი სწავლის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და მის პროფესიასა და საქმიანობაზე ის ჩვენ მკითხველს მოუთხრობს.

რა დროს უთმობთ თქვენს საქმიანობას და რას ნიშნავს თქვენთვის ეს სფერო?

რაც ამ პროფესიას დავეუფლე, საოპერატორო ხელოვნებას და ფოტოგრაფიას, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა თითქმის სულ გასული ვარ, სულ გადაღებაზე ვარ ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე ხაშურში.

11826001_954277587971863_7537951873897811925_nვფიქრობ ყოველთვის ყველაფერში შეიძლება დაინახო საინტერესო დეტალი, როცა სამყაროს ოპერატორის ან ფოტოგრაფის თვალით შეხედავ ყველაფერი თითქოს ფერადი გეჩვება, გარემოს სხვანაირად აკვირდები, ჩემი აზრით ყველაფერი დიდი შრომის და წვალების შედეგად მოდის.

მომავალში საკმაოდ დიდ და მასშტაბურ პროექტებს ვგეგმავთ. მინდა ჩემი საკუთარი სტუდია. მინდა რომ ჩემი პროპესია და ცოდნა ამ საქმით დინტერესებულ ახალგაზრდებს გავუზიარო და დავაინტერესო.

 ხაშურში ძალიან მდიდარი და ლამაზი ბუნებაა, საინტერესო ადგილია სადაც ხშირად დავდივარ გადასაღებად, რაც ჩემ ფოტოებზეც კარგად ჩანს.

მე და ჩემი მეგობრები ბევრ პროექტზე ვმუშაობთ, მათ შორის კერძო ღონისძიებებზეც. საკმაოდ მოთხოვნადი და წარმატებული სტუდია შევქმენით რაც შრომის, წვალების და რა თქმა უნდა ცოდნაზეა აგებული.

რას ეტყოდით საზოგადოებას?

მინდა პირელ რიგში ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, ვინც ამ სტატიას წაიკითხავს და შრომას დამიფასებს, აგრეთვე მინდა გითხრათ, რომ ხაშურში მალე პროფესიონალურ სტუდიას გავაკეთებ, რომლის მომსახურების ხარისხი უმაღლესი იქნება და იმედი მაქვს ამით დაინტერესდება ხაშურელი საზოგადოება.

12974311_1097687800297507_6629855730169380420_n 13029429_1100322840034003_4602224978462622326_o 13029465_1098845453515075_7110995372288528112_o 13029482_1097680493631571_7380926186874034161_o 13064587_1099567500109537_824015937358417562_o

კომენტარები