აქცია ხაშურში – ,,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი…”

  ხაშურის ახალგაზრდული თვითმმართველობის ორგანიზებით, 9 აპრილს, ხაშურში, 9 აპრილის სკვერში იგეგმება აქცია ,,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი…”.

აქციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. როგორც ორგანიზატორებმა გვაცნობეს, 9 აპრილს, 12:00 საათზე აქციაში მონაწილეობის მსურველებთან ერთად წმიდა დიმიტრი ყიფიანის სკვერში შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით გაემართებიან ახლად გახსნილი მემორიალისკენ, რომელიც წმიდა მარინეს ტაძართან მდებარეობს.

აქციის მონაწილეებს დაურიგდებათ ტიტები და წითელი ლენტები და შემდეგ მოხდება მემორიალის ყვავილებით შემკობა.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარები