ანსამბლ ,,ციცინათელას” მორიგი წარმატება

 ხაშურის მუსიკალური ანსამბლი განაგრძობს წარმატებით მოღვაწეობას და ხაშურელი მსმენელის გარდა მთელს საქართველოს ატკბობს ტკბილი ჰანგებით და მრავალი წარმატებით ახარებს.

ანსამბლი “ციცინათელა” წარმოდგენილი გახლდათ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსის გალა კონცეტზე და დაჯილდოვებაზე. ანსამბლმა ქართულ ხალხურ სიმღერაში მეორე ადგილი, ხოლო ქართულ გალობაში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი აიღო. ,,მართლაც პროფესიონალი ჟიური და ღირსეული კონკურენცია იყო, ვულოცავთ როგორც ორგანიზატორებს, ასევე ყველა გამარჯვებულ კოლექტივს ამ ისტორიულ წამოწყებაში წარმატებულ ნაბიჯებს”- ნათქვამია ,,ციცინათელას” facebook-ის გვერდზე.

,,ხაშური ნიუსი” ულოცავს ანსამბლს და მის ხელმძღვანელობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!

10341402_828914323824261_29240018390902099_n

კომენტარები

Comments

  1. გილოცავთ და წარმატებეს გისურვებთ ჩემო ხაშურელებო.

  2. kidev mraval da mraval warmatebebs gisurvebt, chemo dzvirfaseboo.<3

  3. დიდი მადლობა ყურადღებისა და გვერდით დგომისათვის :)))